"საშობაო ბარათების გაცვლა"

iEARN ( International Educational and Resource Network)– საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსების ქსელია, რომელიც სკოლებს აძლევს საშუალებას, შეუერთდეს მასწავლებლებისა და მოსწავლეების გლობალურ საზოგადოებას. ეს არამომგებიანი საერთაშორისო საზოგადოება 20 წელიწადია არსებობს და მსოფლიოს 115 –ზე მეტი ქვეყნის 20000–მდე სკოლა ახორციელებს მის საგანმანათლებლო  პროექტებს. 
iEARN–ის ერთ–ერთი პროექტია "საშობაო ბარათების გაცვლა" – "Christmas Cards Exchange". მოსწავლეები ამზადებენ კონვერტებს საშობაო მისალოცი ბარათებით შობის წინ სხვა მონაწილეთათვის გასაგზავნად. 8 სკოლა ერთიანდება ჯგუფში და ხდება მისალოცი ბარათების გაცვლა.(უფრო ვრცლად)
პროექტი ბარათების დამზადებასთან ერთად ითვალისწინებს iEARN–ის ფორუმში მონაწილეობასა. ამ ფორუმში ხდება სხვადასხვა ქვეყნების საშობაო და საახალწლო ტრადიციების გაცნობა. ასევე ინფორმაცია მიეწოდება ქვეყნისა და კონკრეტული სკოლის შესახებ. 
სკოლა "მილენიუმი" 2007 წელს პირველად ჩაერთო ამ პროექტში და უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიურად მასში მონაწილეობა.

2007  წელი

2007 წლის ოქტომბერში სკოლა "მილენიუმი"პირველად ჩაერთო ამ პროექტში და მოხვდა მე–15 ჯგუფში კანადის სამ, დიდი ბრიტანეთის ორ, ლიტვისა და რუსეთის სკოლებთან ერთად. "მილენიუმის" II-VII კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები, რაშიც მათ დაეხმარნენ კლასის დამრიგებლები (მ.ნოზაძე, ლ.გოგუაძე, მ.ქალებაშვილი, ხ.გოგილიძე) და ხელოვნების პედაგოგი თამარ კულულაშვილი. დეკემბრის დასაწყისში ბარათები დაიგზავნა 6 ქვეყნის სკოლასთან რუსეთის გარდა, რადგან იმ პერიოდში რუსეთთან საფოსტო მიმოწერა არ იყო. ესენია: კანადის ქ.გელფის ჯონ ლიტლის სახელობის საჯარო სკოლა, ქ.ერდრაიდის რ.ჯ.ჰოუკის სახელობის დაწყებითი სკოლა, ქ.ქუისპამსის ლეიკერფილდის დაწყებით სკოლა; დიდი ბრიტანეთის ქ.ჩარჩდაუნის ჩოსენის უმაღლესი სკოლა, ქ.ფორესტაუნის გარიბალდის კოლეჯი; ლიტვის ქ. ვილნიუსის თანამედროვე სკოლის ცენტრი.
ყველა სკოლიდან რუსეთის გარდა, "მილენიუმმა" მიიღო საშობაო ბარათები, ხოლო ჯონ ლიტლის სახ. საჯარო სკოლისა და ჩოსენის უმაღლესი სკოლიდან _ სკოლის გაზეთებიც და ფოტოებიც. ზოგ მოსწავლეს პირადად მათ სახელზე მოუვიდათ თანატოლთა წერილები, რაც მათი მეგობრობის დასაწყისია.

2008 წელი
2008 წლის სექტემბერში სკოლა "მილენიუმმა" განაცხადი შეიტანა ამ პროექტში მონაწილეობაზე და მოხვდა მე–6 ჯგუფში კანადურ, ამერიკულ, ტაივანურ, ტაილანდურ და რუსულ სკოლებთან ერთად. ეს სკოლებია: კანადის ონტარიოს შტატის ქ.ბრიუსელის საჯარო სკოლა, აშშ ნიუ–იორკის შტატის ქ. ბივერ ფოლსის ბივერ რივერის სკოლა, აშშ კანზასის შტატის ქ.ვიჩიტას ჰედლის საშუალო სკოლა, აშშ მიჩიგანის შტატის ქ.ლოურენვულდის ვილკოქსის დაწყებითი სკოლა, ტაილანდის ქ.ბანგკოკის პატაი უდომ სუკსას სკოლა, ტაივანის ქ.ტაიპეის ვეგოს კერძო უმაღლესი სკოლა და რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ქ.აბანის #4 საშ.სკოლა.
პროექტ "საშობაო ბარათების გაცვლაში" მონაწილეობდნენ I-II-III-IV-V კლასები. დაწყებითი კლასების მოსწავლეები  დამრიგებლების დახმარებით ამზადებდნენ საშობაო ბარათებს, ხოლო IV-V კლასელები – ხელოვნების პედაგოგ თამარ კულულაშვილის ხელმძღვანებლობით.
3 დეკემბერს სკოლა "მილენიუმმა" დააგზავნა დამეგობრებულ სკოლებთან კონვერტები, რომლებშიც მოთავსებული იყო მილენიუმელების მიერ შექმნილი საშობაო ბარათები. დეკემბრის ბოლოს და იანვარში სკოლამ უცხოეთიდანაც მიიღო ანალოგიური კონვერტები მისალოცი ბარათებით და წერილებით სავსე. მიჩიგანის შტატის ქ.ლოურენვულდის ვილკოქსის დაწყებითი სკოლიდან გამოგზავნილ ბანდეროლში თითოეულ მოსწავლისთვის პირადად გადასაცემი მისალოცი წერილებიც  იყო.